საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგების სერია გრძელდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თსუ) და იუსტიციის სასწავლო ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გრძელდება დაგეგმილი ტრენინგების სერია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

 

ამჯერად ტრენინგი დაეთმო სტრესის მართვისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას. ტრენინგს გაუძღვნენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები ანი ფერიაშვილი და ნატა ჯოხაძე.

 

ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა: სტრესის იდენტიფიკაცია და მისი გამომწვევი ფაქტორები, პიროვნული მახასიათებლების მოდელი, განწყობები, რომლებიც ზრდის სტრესს, ძირითადი სტრესორები სამსახურში, სტრესის შეფასება, სტრესთან გამკლავების ძირითადი სტრატეგიები.

 

იუსტიციის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით იურიდიული ფაკულტეტი მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ორგანიზებას.

თარიღი: 04/03/2024